სოფელ ქარიატაში გზის მოხრეშვისა და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დაფინანსებული სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო. პროექტის ფარგლებში სოფელ ქარიატაში, გამოღმა ქარიატის უბანში, ხიდიდან სკოლამდე მისასვლელი გზის მოხრეშვის სამუშაოები დასრულდა. გზის სავალ ნაწილზე შეტანილ იქნა ინერტული მასალა, რომელიც გაიშალა და დაპროფილდა ავტოგრეიდერით. ობიექტზე ასევე მოხდა სანიაღვრე არხის (კიუეტი) მოწყობა.