ქარიატის თემი - ქარიატის თემი- ქარიატის თემი - ქარიატის თემი

18.02.2019

მუნიციპალიტეტის სოფლებში დასახლების კრებები ჩატარდა


18თებერვალს,  „სოფლის  მხარდაჭერის  პროგრამით“ დასაფინანსებელი  პროექტების შერჩევის მიზნით,  გაღმა ქარიატაში და გამოღმა ქარიატაში დასახლების კრებები გაიმართა. კრების მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობით დასახლებისათვის პრიორიტეტულ პროექტებს დაუჭირეს მხარი.
 მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ კრებებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
 დღეისათვის, ხობის მუნიციპალიტეტის 39 სოფელში ჩატარდა დასახლების კრება და გაიმართა მოსახლეობასთან კონსულტაცია.
  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსება გაორმაგდადა ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან784 ათასი ლარი გამოიყო.
დასახლების საერთო კრება არის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.

24.07.2018

ქრიატაში გენდერულ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა video


24 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ  ერთეულში,  ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა  გენდერული თანასწორობის საკითხებში თამუნა სიჭინავამ, მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრა ჩაატარა.
  აღნიშნულ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია გენდერული თანასწორობის პრინციპებზე, ძირითადი ცნებების განსაზღვრებებზე, გენდერულ როლსა და სტერეოტიპებზე, გენდერულ დისკრიმინაციაზე, ოჯახში ძალადობასა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებზე.
    საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად  მერის წარმომადგენელი ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში ირაკლი ბერაია და განათლების და განვითარების ცენტრის -„თოლისკური-ს“ ხელმძღვანელი გვანცა კიკალეიშვილი  ესწრებოდნენ.
    ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გაიმართება.


01.02.2017

ქარიატაში ბონდის ხიდი გახსნეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბარნატორის მოადგილემ დავით კოდუამ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის მოადგილეებმა ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში ბონდის ხიდი გახსნეს და  დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.
  ბონდის ხიდი ორ სოფელს: გაღმა ქარიატას და გამოღმა ქარიატას აკავშირებს ერთმანეთთან.
 ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 219 ათას ლარს შეადგენს. 

 ხიდის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერს დაიწყო და მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა  იყო  დასაქმებული.






28.01.2016

ზრუნვა საკუთარ გარემოზე

ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ხობზე არსებული საცალფეხო ხიდი, რომელიც გაღმა ქარიატის და გამოღმა  ქარიატას ერთმანეთთან აკავშირებს და ქარიატის საჯარო სკოლისთვის ერთადერთი დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს, გამგებლის წარმომადგენლის ირაკლი ბერაიას ინიციატივით   ადგილობრივი ახალგაზრდების მოხალისეთა ჯგუფმა  თოვლის საფარისგან გაასუფთავა.  მათი განცხადებით ახალგაზრდებმა მოქალაქეობრივი თვითშეგნების მაგალითი წარმოაჩინეს.