ქარიატის თემი - ქარიატის თემი- ქარიატის თემი - ქარიატის თემი

01.12.2011

სოფელ ქარიატაში გზის მოხრეშვისა და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“  დაფინანსებული სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო. პროექტის ფარგლებში  სოფელ ქარიატაში, გამოღმა ქარიატის უბანში, ხიდიდან სკოლამდე მისასვლელი გზის მოხრეშვის  სამუშაოები დასრულდა.  გზის სავალ ნაწილზე შეტანილ იქნა ინერტული მასალა, რომელიც  გაიშალა და დაპროფილდა ავტოგრეიდერით. ობიექტზე  ასევე მოხდა  სანიაღვრე არხის (კიუეტი)  მოწყობა.

15.07.2011

სოფელ ქარიატაში არსებული საცალფეხო ხიდის რეაბილიტაცია გაგრძელდება

სოფელ ქარიატაში საცალფეხო ხიდი, რომელიც სოფლის ორ ნაწილს აკავშირებდა და წყალდიდობების შედეგად სერიოზულად დაზიანდა, მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით შეკეთდა. მზიდ ბაგირებზე მოეწყო საკიდები, ასევე დამონტაჟდა დამცავი მავრთულბადე, აღდგა დაზიანებული სავალი ნაწილი. მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით ჩატარებული სამუშაოები ხიდის დროებითი გამაგრებისათვის შესრულებული გადაუდებელი ღონისძიებაა. მიმდინარეობს თანხების მოძიება ხიდის სრული რეაბილიტებისათვის, რათა ძირეულად შეიცვალოს საყრდენი ნაწილები, რაც ხიდის მდგრადობის გარანტიაა.