ქარიატის თემი - ქარიატის თემი- ქარიატის თემი - ქარიატის თემი

31.10.2010

წყალდიდობა ხობის რაიონის სოფლებში

31-ოქტომბერი-2010
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა ხობისწყალმა გარღვია დამცავი დამბები და დატბორა რაიონის რამდენიმე სოფელი, მათ შორის ყველაზე ძლიერ გურიფული, ქარიატა და შუა ხორგა. ასევე დატბორილი იყო ქ.ხობში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, საავადმყოფოსა და შ.პ.ს. ``შარა გზა მშენი პირველი`-ს მიმდებარე ტერიტორია. მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. მობილიზებულ იქნა შესაბამისი სამსახურები, სამხარეო ადმინისტრაცია და ძალოვანი სტრუქტურები. შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია. ამ დროისთვის მდინარე ხობისწყალზე წყლის დონემ დაიკლო..