ქარიატის თემი - ქარიატის თემი- ქარიატის თემი - ქარიატის თემი

19.10.2012

ქარიატა

ქარიატა, ქარიატა
ღამეა და ქარია და
ეს სათუთი თუთარჩელა
დარჩეს ჩვენთან, თუ დარჩება
ქარიატა,
ქარია და
ფიცრულ სახლში ქარი ატანს,
მიწა ზეცის ოდენია,
ზედ მეგრული ოდებია.
ზეცა მიწის ოდენია
ზედ ვარსკვლავებს მოდენიან.
და ეზოებს გოგონები
ნიავივით მოსდებიან.
ქარიატა, ქარიატა,
ღამეა და ქარია და
გასათხოვარს გაულაღდი,
ფრთხილად იყავ ქმარიანთან.

ავტორი: ართილაყვა რევაზ

07.09.2012

ხობის მუნიციპალიტეტში ინფრასტურქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს



ხობის მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში გრძელდება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
მიმდინარე ეტაპზე დასრულებულია ადგილობრივი გზების მოხრეშვის სამუშაოები ზემო ქვალონის, ქარიატის, ნოჯიხევის, ახალსოფლისა და ქვემო ქვალონის თემებში და სოფელ საგვიჩიოში.   ხოლო  ხობში აღნიშნული სამუშაოები დასრულდა სამეგრელოს ქუჩაზე, „თუთარჩელას“ მიმდებარე ტერიტორიასა და კოლხეთის დასახლებაში. 

12.07.2012

სოფელ გაღმა ქარიატაში კლუბის სარემონტო სამუშაოები დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გრძელდება „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამით“ დაფინანსებული სამუშაოების განხორციელება. პროგრამის ფარგლებში ქარიატის თემის სოფელ გაღმა ქარიატაში კლუბის სარემონტო სამუშაოები დასრულდა. სოფლის ცენტრში არსებულ კლუბის შენობას, რომელიც წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო, მიმდინარე წელს მოსახლეობის საერთო გადაწყვეტილებით ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია.