ქარიატის თემი - ქარიატის თემი- ქარიატის თემი - ქარიატის თემი

28.03.2013

შეხვედრა ქარიატის მოსახლეობასთან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლეფში


26  მარტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებულ თანხების მართვისა და სოფლის მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შეჯერების მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტისგამგებლის მოადგილეები ბადრი ჯობავა, მახარე ჩოკორაია, როსტომ კილასონია და გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ავთანდილ სართანია შეხვდნენ ქარიატის თემის მოსახლეობას.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამითგათვალისწინებული თანხა გამოყენებული უნდა იქნეს სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურისაჭიროებების დასაფინანსებლადკერძოდადგილობრივიინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის (მაგხიდის აღდგენასოფლის გზის შეკეთება,მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების სისტემის შეკეთებასარწყავი არხების რეაბილიტაციანაპირსამაგრითუ სანიაღვრე არხების გამწმენდი სამუშაოების ჩატარება და ..); სოფლის კეთილმოწყობის სამუშაოებისჩატარებისთვის (მაგსოფლის წყაროს მოწყობამოსახლეობის თავშეყრის ადგილის მოწყობასოფლის სტადიონისშეკეთებასოფლის კლუბის მოწყობა და ..).
ზემოთ აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტული პროექტები: ქარიატაში - საბავშვო ბაღის, სამლოცველოსა და სკოლის შენობის შემოღობვა-კეთილმოწყობა.აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად მთლიანობაში  ქარიატის თემს დაერიცხება 25 000 ლარი.


03.03.2013

ხობის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებული შეხვედრები დასრულდა


საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად საჭირო სახსრების გამჭვირვალედ და ეფექტიანად გამოყენებისათვის, ადგილობრივი და რეგიონალური პრობლემების წარმოჩენისა და გადაწყვეტისას თვითმმართველობის ორგანოებისა და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით  ხობის მუნიციპალიტეტში მიმდინარე  შეხვედრები დასრულდა.  შაბათ-კვირას,  2 და 3 მარტს  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები ბადრი ჯობავა, მახარე ჩოკორაია, როსტომ კილასონია და გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ავთანდილ სართანია შეხვდნენ   ბიის, ნოჯიხევის, ქვემო ქვალონის, შუა ხორგის და ქარიატის თემის მოსახლეობას. მათი ძირითადი პრობლემა სასმელი წყალი, ნაპირსამაგრი სამუშაოები და არხების გათხრა - ამოსუფთავებაა. 
         2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ანუ 140 მილიონით მეტი, ვიდრე ამავე ფონდისთვის 2012 წელს იყო  გამოყოფილი. განსაზღვრულია საპროექტო წინადადებების პრიორიტეტებიც - ფონდიდან დაფინანსება  გამოიყოფა წყლის სისტემების, ხიდების, გზების, გარე განათებისა და ა.შ. მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის.
       ხობის მუნიციპალიტეტი პროექტს საქართველოს რეგიონული  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროშიწარადგენს, ხოლო სამინისტრო მას განსახილველად უგზავნის რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას. კომისია, დადებითი პასუხის შემთხვევაში, რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს  მთავრობას, რათა მოხდეს მოწონებული პროექტის დაფინანსება.
         პროექტების მიღება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უკვე დაწყებულია და მათი მიღება 11 მარტს 16:00 საათზე შეწყდება.