26 მარტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული თანხების მართვისა და სოფლის მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შეჯერების მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტისგამგებლის მოადგილეები ბადრი ჯობავა, მახარე ჩოკორაია, როსტომ კილასონია და გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ავთანდილ სართანია შეხვდნენ ქარიატის თემის მოსახლეობას.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამითგათვალისწინებული თანხა გამოყენებული უნდა იქნეს სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურისაჭიროებების დასაფინანსებლად. კერძოდ, ადგილობრივიინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის (მაგ. ხიდის აღდგენა, სოფლის გზის შეკეთება,მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების სისტემის შეკეთება, სარწყავი არხების რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრითუ სანიაღვრე არხების გამწმენდი სამუშაოების ჩატარება და ა.შ.); სოფლის კეთილმოწყობის სამუშაოებისჩატარებისთვის (მაგ. სოფლის წყაროს მოწყობა, მოსახლეობის თავშეყრის ადგილის მოწყობა, სოფლის სტადიონისშეკეთება, სოფლის კლუბის მოწყობა და ა.შ.).
ზემოთ აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტული პროექტები: ქარიატაში - საბავშვო ბაღის, სამლოცველოსა და სკოლის შენობის შემოღობვა-კეთილმოწყობა.აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად მთლიანობაში ქარიატის თემს დაერიცხება 25 000 ლარი.